სამი ძმა და სამი წაგებული ფინალი ერთ დღეში: ესპოზიტოების ცუდი დღე

სამი ძმა და სამი წაგებული ფინალი ერთ დღეში: ესპოზიტოების ცუდი დღე

11 ივნისი ესპოზიტოების ოჯახისთვის კარგად მოსაგონარი ნამდვილად არ იქნება. სამმა ძმამ ერთ დღეს სამი ფინალი წააგო...

სებასტიანო ესპოზიტომ, რომელიც „ბარის“ რიგებში თამაშობს, სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალი წააგო „კალიარისთან“, მისმა ძმამ, სალვატორე ესპოზიტომ სერია A-ში დასარჩენი პლეი-ოფი დათმო „სპეციას“ მაისურით „ვერონასთან“, ხოლო ფრანჩესკო ესპოზიტომ იტალიის 20-წლამდე ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში განიცადა მარცხი ურუგვაის წინააღმდეგ.

ამრიგად, სამივე ძმის გუნდმა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში წააგო.