ფაბიო კაპელო:

ფაბიო კაპელო: "გვარდიოლას 7 წელია ხელში ბანკომატი უჭირავს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „მანჩესტერ სიტიში“ ესპანელს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, რადგან ხელში ბანკომატი უჭირავს.

ცხადია, კაპელომ მინიშნება გააკეთა ინგლისური კლუბი უსაზღვრო ფინანსურ შესაძლებლობებზე.

„გვარდიოლას ეს შედეგი ბევრი რაღაცის დამსახურებაა. 7 წელია ხელში ბანკომატი უჭირავს. მას შეუძლია სათადარიგო სკამზე ისეთი ფეხბურთელები დატოვოს, როგორებიც ფილ ფოდენი და ხულენ ალვარესი არიან.

ტიკი ტაკა? არ არსებობს სათამაშოდ მხოლოდ ერთი მანერა. რატომ უნდა გააკეთო 20 პასი, თუ 3 პასიც საკმარისია? მთავარია, მოთამაშეები საუკეთესო პირობებში ჩააყენო“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, ორი წლის წინ კი „ჩელსის“ წინააღმდეგ ფინალი წააგო.