გადამწყვეტი დღეები ოსიმენის მომავალზე: მისი აგენტები იტალიაში არიან

გადამწყვეტი დღეები ოსიმენის მომავალზე: მისი აგენტები იტალიაში არიან

„ნაპოლისთვის“ გუნდის ლიდერების შენარჩუნება ადვილი არ იქნება, უფრო სწორედ, კლუბს ზუსტი სტრატეგიების შემუშავება მოუწევს. ამის შესახებ La Repubblica წერს.

წყაროს თანახმად, ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი დღეებია. ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტები იტალიაში არიან და კლუბთან საუბრობენ. ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და „აძური“ მშვიდად რომ იყოს, მისი ერთი წლით განახლება სურს.

თუმცა, ვიქტორს გრანდები იწვევენ, ყველაზე მეტად „პარი სენ ჟერმენი“ აქტიურობს, რომელიც ცხადია, მას უკეთეს პირობებსაც სთავაზობს, რაზეც ოსიმენი გულგრილი სულაც არ არის. შესაბამისად, არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ნეაპოლში დარჩენა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ხოლო სერია A-ში 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.