მერაბიშვილი დიზაინერ სოფო ჭყონიას საარჩევნო სიის პირველობისთვის ამზადებს

მერაბიშვილი დიზაინერ სოფო ჭყონიას საარჩევნო სიის პირველობისთვის ამზადებს

NDI-ის ბოლო კვლევით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა მხოლოდ 5% მისცემს ხმას. მიმდინარე დაპირისპირების ფონზე პარტია ამომრჩეველს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაღმასვლის პროცესი დაწყებულია. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წლის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის შენების გამო არ წაუგია, არამედ ძალმომრეობის, ძალოვან უწყებებზე კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო წააგო. როგორც ნიკა მელია აცხადებს, მისთვის მტკივნეულია, როცა 2023 წელს რიგი ადამიანების მხრიდან ხედავს ამ მანკიერებების რესტავრაციის მცდელობას, რაც საზოგადოების მხრიდან ვერასოდეს იქნება მხარდაჭერილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კერძოდ კი პარტიის იდეოლოგმა ვანო მერაბიშვილმა 2024 წლის საარჩევნო სიისთვის მზადება და მათ შორის ფინანსების მოზიდვა დაიწყო. ადგილზე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავენ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ოჯახის მეშვეობით. მერაბიშვილის გეგმით, პირველ ნომრად საპარლამენტო სიაში ჩასმული უნდა იქნას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია, რაც შეიძლება არ იყოს აზრს მოკლებული, რადგან ერთი მხრივ ვანო მერაბიშვილი სწორედ ასე „ალაგებს“ საქმეებს: ფულის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა - საარჩევნო სია, მით უმეტეს, რომ თემურ ჭყონია და მისი კომპანია უკვე ღიად გამოირჩევა თავისი პოლიტიკური აქტიურობით. ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას დანამდვილებით - სოფო ჭყონიას ამზადებენ პოლიტიკაში შემოსასვლელად. ეს შესაძლოა იყოს როგორც „ნაციონალური მოძარაობა“, ისე „ლელო“, რომლის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთანაც, თემურ ჭყონიას გააჩნია საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა.

სოფო ჭყონია ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, რომელიც გამოირჩევა „ქართული ოცნების“ კრიტიკით. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის კრიტიკის ობიექტი ძირითადად პრემიერ-მინისტრია.

„არასდროს აღარ დაბრუნდება საბჭოთა კავშირი! ამის უფლებას არ მოგცემთ. ადამიანებს მონებად და იდიოტებად ვერ აქცევთ და რუსეთის ნაწილი არასდროს გავხდებით, რაც არ უნდა ეცადოთ. ჯერ კიდევ გაქვთ დრო ზოგიერთებს, სწორ მხარეს გადმოხვიდეთ, მერე გვიან იქნება“, - წერს სოფო ჭყონია.

ჭყონია არ მალავს სიმპათიებს ექს-პრეზიდენტის მიმართ და სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული და მიხეილ სააკაშვილის განსხვავებულ მდგომარეობას ასახავს. „რუსეთმა არ გვაპატია... სააკაშვილი მაშინაც ჩვენი ქვეყნის სახე იყო და დღესაც თუ რას დავემსგავსეთ, ვინ ვართ და როგორ დავეცით! ჩვენ უმოქმედობას რომ შეეწირება მერე რა ხდება? ერთი კვირა ვისაუბრებთ ამაზე თუ უფრო ნაკლები?! არც მრცხვენია, არც ვმალავ, არც ვკომპლექსდები და არც მეშინია, პირიქით!“, - წერს სოფო ჭყონია სააკაშვილის შესახებ.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ნორმალური პარტიის ძირითადი ნიშანია პარტიული იდეოლოგია, პროგრამები, რომლითაც მათ კონკურენცია უნდა გაუწიონ როგორც ხელისუფლებას, ასევე სხვა ოპოზიციურ კონკურენეტებს, თუმცა მისი თქმით, არც ერთი ეს კომპონენტი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც კლასიკური ტიპის პარტიას, არ გააჩნია.

„გამორიცხულია ეს არ ხვდებოდეს თვალში თვითონ მათ ამომრჩეველსაც კი, რომლებიც ხედავენ, რომ იმ კლასიკურ პოლიტიკურ ჭიდილში, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემა, არჩევნების გზით ისინი ვერ უგებენ ძირითად კონკურენტს მმართველი პარტიის სახით და ეს ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას იწვევს ამ ე.წ. პარტიაში. იქ მათი დაპირისპირება აღარ ატარებს პარტიული თუ პროგრამული იდეების დონზე დაპირისპირებას. ბრძოლა მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, ვინ იქნება მოლარესთან მიახლოებული ადამიანი, ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მოლარეს პერიოდულად გადაურიცხავს, ჯიბეში ჩაუდებს თანხას, რომლის იქით რაიმე პარტიული ინტერესი მათ არ გააჩნიათ“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მშვენივრად ხედავენ თავის პარიულ რეიტინგებსაც, ხედავენ, რომ არჩევნების გზით მათ არაფერი არ გამოსდით, რამდენჯერმე სცადეს სხვადასხვა საბაბით რევოლუციური მუხტის წამოწევა, მაგრამ ამანაც ვერ მიიყვანა ისინი სასურველ შედეგამდე, რომ ამ გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ქართველიშვილის განცხადებით, ისინი რეალურად აფასებენ თავის დღევანდელ შესაძლებლობებს და ამ პირობებში მათი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ფული.

„საქართველოში არც თუ ისე ბევრი ბიზნესმენი ვიცით ჩვენ, რომელმაც ღია პოზიციონირება და მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთ-ერთი არის „კოკა-კოლას“ მფლობელი თემურ ჭყონია, რომელმაც თავის დროზე რაღაცა მემორანდუმის ტიპის დოკუმენტსაც კი მოაწერა ხელი ნიკა გვარამიასთან. ასევე ვხედვათ, რომ მისი ქალიშვილი სოფო საკმაოდ აქტიურობას ცდილობს აქტიურობას სოციალურ ქსელებში და პოლიტიკურ ფლანგზე.

ვიცით, ასევე ვანო მერაბიშვილის რეალური შესაძლებლობები, რომელიც ამ ეტპაზე ასრულებს დამატებითი ფინანსების მოზიდვის ცენტრის ფუნქციას. აკეთებს ამას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში შიდა ბიზნეს-სივრცეში.

ამიტომ, ყველაზე რეალური შესაძლებლობა დამატებითი თანხების მოძიება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარდა კეზერაშვილის არსებული თნხებისა, რომელმაც ბოლო პერიოდში დააკლო ფინანსები პარტიას, სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალი საარჩევნო სია შედგეს ზუსტად ამ პრინციპით - ვისაც რა შეუძლია შემოიტანოს პარტიულ ყულაბაში და ამის სანაცვლოდ მას ჩასვამენ საარჩევნო სიის ამა თუ იმ ნომრად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჭყონიების ოჯახზე უფრო თვალსაჩინო ბიზნესმენი, რომელიც ღიად უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მეგულება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არის დისკრედიტირებული და ბუნებრივია, მან სახე უნდა იცვალოს. უნდა შექმნან ახალი ინტერსუბიექტური რეალობა, რომ თითქოსდა ის ცოდვები, რაც აქვთ ჩადენილი, ჩამოიწეროს და ახალი სუფთა ფურცლიდან დაიწყონ საქმიანობა. ზარდიაშვილის შეფასებით, სწორედ აქიდან გამომდინარე შემოჰყავთ უფრო ახალი სახეები და ერთ-ერთი არის სოფო ჭყონიაც.

„ეს ვარაუდი აქვთ, რომ ამნაირად ჩამოიშორონ წარსულის ტვირთი. ამას ხომ მელია პირდაპირ ამბობს, რომ როცა არჩევნებზე მიდგება საქმე, წინა პლანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ამოდის, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს, რომ მათ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.

აქედან გამომდინარე, ხდება სახეცვლილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლონ კიდევ ახალი ინტერსუბიექტებით. რა არის „ნაციონალური მოძრაობა“? - ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია სახელმწიფო შეცვალონ კორპორაციით და ჩაეწეროს საერთაშორისო კორპოკრაციის - გლობალიზაციის სისტემაში, რომ ჩვენ მათ ვემსახუროთ. ამას ადრე აკეთებდნენ ჰიბრიდული ხერხებით, ახლა დიფუზიური ხერხები მოიგონეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ე.წ. ფულის ტომრების მოზიდვა და მერე საარჩვენო სიაში გამსვლელ ადგილებზე ჩასმა, უცხო პრაქტიკა არ არის. მისი თქმით, ეს პრაქტიკა არაერთხელ გამოუყენებიათ და იხსენებს, რომ წინა არჩევნებზე ნატო ჩხეიძე და მისი ძმა იყვნენ პარტიული სიაში, რომლებიც არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

„ასევე იყო ერთი-ორი ისეთი პიროვნება, რომლებმაც ფული მიიტანეს და ისე მიიღეს პარტიაში. ავიღოთ იგივე კობა ნაყოფია, რომელიც დიდი პოლიტიკოსის თვისებებით არ არის დაჯილდოვებული, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ის რესურსი, რაც არ აქვს სხვებს, ანუ - ფული.

აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, გარდა სოფო ჭყონიასი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში პოლიტიკურად და სოციალურად არის გააქტიურებული და იგივე შეიძლება ითქვას მის მამაზე, რომელიც აკეთებს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს, შეიძლება სხვა ფულიანი ადამიანებიც აღმოჩნდნენ მოწინავე ადგილებზე, რომლებსაც საზოგადოებაში ისეთი გათვლილი იმიჯი არ აქვთ, როგორც „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელ კადრებს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

რამდენად გახდება ბიზნესთან დაახლოებული ადამიანები მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ შეძლონ ბარიერის გადალახვა, ზაალ ანჯაფარიძეს მაგალითად ბრიტანელი ლორდ ჰარისონის სიტყვები მოაქვს, რომელმაც თქვა, რომ წინასწარმეტყველების საუკეთესო საშუალებაა, გახსოვდეს ის, რაც იყო.

„დიპლომატიაშიც და პოლიტიკაშიც ვინც ეს არ გაითვალისწინა, ცუდად წაუვიდათ საქმე. ამიტომ ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, დროდადრო შევახსენო საზოგადოებას, რაც იყო, რომ უკეთესად დავინახოთ ყველამ მომავალი. იმისათვის, რომ განჭვრიტო მომავალი, კარგად უნდა გახსოვდეს რა იყო მანამდე. მოდით, შევხედოთ რა იყო წინა არჩევნების დროს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიის მოწინავე ადგილებში ჩასვა ისეთი პერსონები, როგორიც იყო ბუბა კიკაბიძე, ან სხვა ისეთი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ პარტიასთან არ იყვნენ აფილირებული, მაგრამ საზოგადოებაში ჰქონდათ ცნობადი ადამიანების იმიჯი.

ვფიქრობ, იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ შეძლოს იმ უარყოფითი აურის დაძლევა, რაც მის მიმართ საზოგადოებაში არსებობს, მოწინავე ადგილებზე პარტიულ სიაში ისეთი ადამიანები უნდა ჩასვას, რომლებიც საზოგადოებაში არ გამოიწვევენ გაღიზიანებას და არ გაახსნებენ მას იმ 9-წლიან პერიოდს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში.

იმიტომ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ახსოვს რა იყო „ნაცმოძრაობა“ და იცის რეალურად ვინ წარმოადგენს ამ პარტიას და ვის უკავაია ხელში მართვის სადავეები და ვინ წარმართავს პარტიულ პოლიტიკას. და, ეს სარეკლამო აბრად გამოყენებულმა სახეებმა არა მგონია, რომ დიდი ელექტორალური ეფექტი მოახდინონ. შეიძლება ფული შემოიტანონ, საკუთარი საარჩევნო კამპანია დაიფინანსონ, მაგრამ არა მგონია, დიდი პლუსები შესძინონ „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს მათი მმართელობის პერიოდი და რაც მთავარია, 10 წელიწადზე მეტია, რაც „ნაცმოძრაობა ხელისუფელებაში არ არის და არც ერთ მის ლიდერს, სააკაშვილიდან დაწყებული და საშუალო რგოლით დამთავრებული, არ მოუნანიებიათ მათი მმართველობის წლებში ჩადენილი დანაშაული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

amo ჭყონიად იწერებიან?
10 თვის უკან
Maverick არა, ჭყანიად!
10 თვის უკან
ლაზი ჭყონიებს საქართველოს მოწამვლის არ რცხვენიათ და სხვა რამის თუ არ შერცხვებათ რა გასაკვირია. სირცხვილი რა სახსენებელია, იმუქრება და თანაც როგორ.
10 თვის უკან
amo არაა ეგ კაცი მეგრული ფესვების.
10 თვის უკან
რომანი სოფო, შენ მამა გყავს?
10 თვის უკან