კარიმ ბენზემას შემდეგ „ალ-იტიჰადი“ ნგოლო კანტეს დამატებასთანაც ძალიან ახლოსაა. Sky Sports-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ფრანგის საუდის არაბეთში გადაბარგების შანსი ძალიან დიდია.
წყაროს თანახმად, „ალ-იტიჰადი“ კანტეს 2-წლიან კონტრაქტს და სეზონში 100 მილიონი ევროს ანაზღაურებას სთავაზობს. 32 წლის ფეხბურთელიც თანახმაა ეს შეთავაზება მიიღოს. ნგოლოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურება და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ინგლისურ კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტე „ჩელსიმ“ 2016 წელს „ლესტერიდან“ დაიმატა. მას შემდეგ ფრანგმა ლონდონელთა მაისურით 269 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.