ლევან ბერძენიშვილი გიორგი თარგამაძეს ულოცავს

ლევან ბერძენიშვილი გიორგი თარგამაძეს ულოცავს

წინასაარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. რა გავლენას იქონიებს ის ცალკეულ კანდიდატის რეიტინგზე და როგორია მათი შანსები, For.ge კოალიციისერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის განთავისუფლების შესახებ, იმ მოტივით, რომ ის არაა პოპულარული, იზრდება უკმაყოფილო მოახლეობის რაოდენობა, რომელიც წლებია სამართალს ითხოვს. რა ინფორმაცია გაქვთ ამასთნ დაკავშირებით?

- ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ. არა მგონია, რომ ეს სიმართლეს შეეფერებოდეს. არის მითქმა-მოთქმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებია და გასაგებია... არიან მოწინააღმდეგები, რომლებიც ასეთი ხმებით, რომ კბილაშვილი სუსტია და მოხსნიან, ქმნიან თემებს, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემები და ეს პრობლემები რატომღაც არ აქვს არავის, არაც ბაქრაძეს და არც ბურჯანაძეს. პირადპირ გეტყვით, რომ არჩევნების წინ არ ველოდები ასეთ სვლებს.

ის, რომქართულ ოცნებაშიარის აზრთა სხვადასხვაობა ამაზე მუდმივად მიდის საუბარი. მაგალითად, იგივე მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდებარესპუბლიკური პარტიისადა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ტოლერანტულ კულტურას ნერგავენ ქვეყანაში....

- ჩვენ რესპუბლიკელებმა რა განცხადებაც გავაკეთეთ, ასეთი ტიპის განცხადებას ყველაზე ხშირად აკეთებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ასე რომ, ჩვენ არანირი სხვაობა მასთან არ გავქვს. რაც შეეხება კოალიციაში შემავალ ძალებს, ყველას თავისი აზრი აქვს და იმიტომ გააკეთა ჩვენმა პარტიამ განცხადება. ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, ისინი ახლა განსაკუთრებულ რეჟიმში არიან, ამას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და გაგებით უნდა მოვეკიდოთ მათ განცხადებას.

ფაქტია, რომ რაც არის დაუშვებელი, ეს უნდა იყოს დაუშვებელი ყველასთვის. კანონი ამობობს, რომ უნდა იყოს ასე, განურჩევლად იმისა, მე ანაფორა მაცვია, ჩოხა თუ ა.შ. კანონი უნდა იყოს უზენაესი. ამაზე განსხვავებული აზრი როცა აქვს ვიღაცას, არის არასახელმწიფოებრივი, არასამოქალაქო. კანონი ყველას გვათანაბრებს. მინარეთის დემონტაჟი, ჩემი აზრით, არ იყო სწორი, მაგრამ ვითრება სწორდება ახლა.

არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს პროცესი არის მართული და შესაბამისად სამოქალაქო სექტორი ითხოვს გამოძიების დაწყებას, იმ პირთა გამოსავლენად ვინც აღვივებს რელიგიურ შუღლს ქვეყანაში...

- არანაირი ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტულად ვინ დგას ამის უკან, არის მარტო ცალკეული გამონათქვამები. საერთოდ, რელიგიური შუღლის გაღვივების საკითხს უნდა გამოძიება, რად უნდა ამას თქმა, ამას არ სჭირდება წინასწარ დამნაშავეების გამოძიება.

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ქობულეთში დაზარალებულ მეწარმეებს პრემიერი დაპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად გაიტანდა 27 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე. გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა კი პრემიერმა მოატყუაო...

- გიორგი თარგამაძეს ვულოცავ, ერთსქესიანთა ქორწინებიდან როგორც იქნა სოციალურ საკითხებზე გადასულა. გიორგი თარგამაძის შეფასება ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ არავინ არ იცის რეალურად რა წონა აქვს მას და მის პარტიას. უნდა გითხრათ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ბევრი ვინმეა დასახელებული, მაგრამ თარგამაძე ახლა რეიტინგული თვალსაზრისით განიხილება სალუაშვილისა და გორგიჯანიძის გვერდით და სამწუხაროდ, არა ლიდერების გვერდით. ამიტომ იქნება მისი თემები ამ სახის.

ვნახოთ, მომავალში, ალბათ, უფრო სერიოზულ განცხადებებს გააკეთებს და კი, ბატონო, ვუპასუხებთ, მაგრამ ის, რომ საქართველოს ჰყავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ამაზე როგორ ვუპასუხო? ისე, საინტერესოა, ასეთი განცხადება მისგან არ მსმენია მაშინ, როცა მართლა არ გვყავდა პრემიერი, კარიკატურები რომ გვყავდა პრემიერად და ბოლოს, ვანო მერაბიშვილი რომ გვყავდა პრემიერად, მაშინც კი არ მსმენია მისგან ასეთი განცხადებები. რაღა ბიძინა ივანიშვილი ეპატარავება, საოცარია პირდაპირ ადამიანების მეტამორფოზები, მაგრამ არა უშავს.

საპრეზიდენტო კანდიდატებს რაც შეეხება, თქვენი აზრით რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ 43 ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც სურს იყოს პრეზიდენტი?

- მე რომ მკითხოთ, მსურველთა რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა მიდის. მიდის არა იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო დიდი ფიგურა, მიდის იმიტომ, რომ პრეზიდენტის თანამდებობა იყო ძალიან დიდი, რომელი კონტიტუციით ის მოქმედებდა. ახლა ვინაიდან პრეზიდენტს ის ძალაუფლება აღარ ექნება, ვიღაცას ჰგონია, რომ ადვილია პრეზიდენტობა და შეიძლება ამან გამოიწვია რაოდენობის გაზრდა.

მეორეც, როდესაც მიხეილ საააკაშვილი არადეკვატურად იქცეოდა, ქართველი ხალხის რაღაცა ნაწილი დაარწმუნა, რომ ასეთ პრეზიდენტობას მეც შევძლებო. როდესაც პრეზიდენტი გვიყვება, რომ ეს სახლი მოვიპარე იტალიიდან და დავდგი ბათუმში, ის ნახაზი კი საფრანგეთიდანო, ვიღაცეებმა რომ მოუსმინეს, ჩათვალეს, - ამას ხომ მეც ვიზამო. მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ გაებითურებინა პრეზიდენტის პოსტი. ბოლო ერთი წელია ანგრევს პრეზიდენტობას. კი ბატონო, წამოაყენონ ადამიანებმა კანდიდატურა, მაგრამ თქვენ რომ იცით, რომ 2-3 ადამიანს აქვს შანსი ერთნიშნა პროცენტი აიღოს, 100 კაციც, რომ იყოს, ხმები განაწილდევა ორ სამ კაცში.

ვინ იქნებიან ისენი?

- რაც შეეხება მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განაწილდება. გაცილებით უფრო საინტერესოა მეორე ადგილზე გასული კანდიდატი რამდენ პროცენტს აიღებს. მეორე ადგილის შანსები ჯერჯერობით აქვს პარლამენტის ორ ყოფილ თავმჯდომარეს. ეს ბუნებრივია, პოლიტიკური თვალსაზრისით. სხვა დრო რომ იყოს გეტყოდით, რომ ბატონ შალვა ნათელაშვილსაც ექნებოდა შანსი, უფრო სხვა დრო რომ იყოს, გიორგი თარგამაძეზეც ვიტყოდი, მაგრამ ახლა ეს შანსები ნაკლებია. პირველი სამეული ჩვენ ვიცით, მაგრამ როგორი იქნება განაწილება - ვინ გავა მეორე და მესამე ადგილზე, ამის თქმა ძნელია, გარდა ერთისა, რომ პირველ ადგილზე გავა ბატონი მარგველაშვილი.

არსებობს მოსაზრება, რომნაციონალური მოძრაობაცდილობს წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას...

- შეიძლება განიზრახოს ასეთი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო არაა იმდენად სუსტი, რომ შიშით ვიცხოვროთ, რომ აგვერევა ქვეყანა. ეს საფრთხე არაა. მცდელობა, რა თქმა უნდა, ექნებათ. სააკაშვილს რომ ჰქონდეს საშუალება, რა თქმა უნდა, არევდა სიტუაციას.

მუსლიმმა მრევლმა ბათუმში, მეჩეთისთვის ტერიტორია შემოსაზღვრა. ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მრევლს ვერ იტევს, რის გამოც კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენდეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მალე სეპარატისტული აჭარა მივიღოთ, რამდენად არსებობს ამის საფრთხე?

- ადამიანებს უნდოდეთ სამლოცველო, ამაში არაფერი გაუგონარი არაა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, თუ ვინმე კონსტიტუციიდან გამოდის, ეს ცალკე განსახილველია. მე ვიყო მუსლიმანი და მინდოდეს მეჩეთის აშენება იქ, სადაც გამიხარდება, ეს ჩემი სურვილი უკანონო ვერ გახდება. დანარჩენი... არის ქალაქი, ჰყავს მმართველობა, თუ მიმართავენ და თუ ისინი გამოყოფენ ადგილს, ჩვეულებრივად აშენდება მეჩეთი.

საქართველოში უამრავი მეჩეთია და კიდევ ერთი იქნება. ასე რომ, ამის დრამატიზება არაა საჭირო. მიმაჩნია, რომ საჭიროა ამ პროცესების გადაყვანა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში. არაა ეს ისეთი პრობლემა როგორადაც უნდათ რომ დაგვანახონ - არიქა-და ვკარგავთ აჭარას, არაა ასე საქმე. სტატისტიკის მიხედვით, რელიგიური აღმშენებლობის თვალსაზრისით, არსად არ გვაქვს ისეთი პოზიციები, როგორიც გვაქვს აჭარაში.