რონალდუმ შესაძლოა კარიერა ლოს ანჯელესში გააგრძელოს

რონალდუმ შესაძლოა კარიერა ლოს ანჯელესში გააგრძელოს

საუდური ალ-ნასრის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ჟერარდო ველასკეს დე ლეონი.

წყაროს ცნობით, ლოს-ანჯელესის ხელმძღვანელობა შეეცდება რონალდუს კლუბში მიწვევას, თუ მექსიკელი გარემარბი კარლოს ველა გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მხოლოდ პირველი სეზონია, რომელიც ალ-ნასრში თამაშობს. თავდამსხმელი კლუბს 2022 წლის ბოლოს შეუერთდა. 38 წლის პორტუგალიელის კონტრაქტი საუდურ კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა გათვლილი.

34 წლის ველას ლოს ანჯელესთან კონტრაქტი 2023 წლის დეკემბრამდე აკავშირებს.