მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი კლუბს დატოვებს.
Sport-ის ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 120 მილიონ ევროს მიიღბს.
გამოცემა აღნიშნავს რომ 37 წლის მოთამაშეს ხორვატიის ნაკრებში თამაშის გაგრძელება და ევრო 2024-ზე მონაწილეობა სურს.
მოდრიჩს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ეწურება. მანამდე ითქვა, რომ მხარეები ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა „რეალის" შემადგენლობაში ყველა ტუტრნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.