„სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ანგელოს პოსტეკოღლუმ „ტოტენჰემ ჰოთსფურში“ ანალოგიური პოზიცია დაიკავა - გვამცნობს ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდი.
57 წლის სპეციალისტთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და იგი ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევა.
პოსტეკოღლუ „სელტიკს“ 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. ავსტრალიელ სპეციალისტთან ერთად, „თეთრ-მწვანეები“ ორჯერ გახდნენ შოტლანდიის ჩემპიონები, მოიგეს ლიგის და შოტლანდიის თასები.
„ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა და 2023/2024 წლების სეზონში 14 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშებს ევროტურნირებზე.
გუნდში სეზონი დაასრულა რაიან მეისონმა, რომელიც ანტონიო კონტეს გათავისუფლების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.