მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, უპასუხა კითხვას, თუ რა დააკლდა მის გუნდს გასულ სეზონში.
„გასულ სეზონში უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ სტაბილურობა გვაკლდა. ეს ძალიან რთული სეზონი გახლდათ: ესპანეთის სუპერთასი იანვარში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ეს ყველაფერი ლიგაში ქულების დაკარგვად დაგვიჯდა.
თუმცა სეზონი კარგი იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი უკეთესი იქნება. ახლა ცოტას დავისვენებთ და 10 ივლისს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, ენთუზიაზმით და სურვილით დავბრუნდებით." - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერრდი.
ესპანეთის ჩემპიონატში „რეალი“ მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.