„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე „მანჩესტერ იუნაოტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კორეელი მანკუნიანელთა დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე ყოფილა. „იუნაიტედი“ მზადაა კიმში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ინგლისური კლუბის სკაუტებმა ორი შეხვედრა უკვე ჩაატარეს კიმის წარმომადგენლებთან. ისინი კორეელს ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობენ სეზონში 7- მილიონევროიანი ჯამაგირით. ოფიციალურად გარიგება 1-დან 15 ივლისამდე გაფორმდება, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის „იუვენტუსში“ წასვლის შემდეგ, ახალი დირექტორის დანიშვნას ელოდება. კორეელის შემცვლელად კი „ატალანტას 19 წლის ცენტრალურ მცველს, ჯორჯო სკალვინის მოიაზრებს.