ცნობილმა გამოცემა The Athletic-მა 2022-2023 წლების სეზონი შეაჯამა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე თავისი ვერსიით დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელი გამოცემის ვერსიით ვიქტორ ოსიმენი იყო, რომლის შესახებ წერს: „ამ სეზონში მან გამოავლინა თავისი პოტენციალი და თავისი ღირებულება ყველა ტურნირზე გატანილი 30 გოლით გააორმაგა“.
თავის მხრივ, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს: „ეჭვგარეშეა, რომ სერია A-ში სეზონის ტრანსფერია. არსაიდან მოხვდა იტალიაში და დიდი გავლენა მოახდინა. ასეთი გავლენა მხოლოდ კაკას ჰქონდა. კვარაცხელია დამანგრეველი იყო, განსაკუთრებით, სეზონის ორ-მესამედში. ვიქტორ ოსიმენს აქამდე საუკეთესო შედეგი მხოლოდ 14 გოლი გქონდა, მაგრამ ახლა მისი შედეგიანობა იმის დამსახურებაცაა, რომ გვერდით ასეთი დრიბლიორი ჰყავს. ახლა უბრალოდ ისაა გასარკვევი, 22 წლის ფეხბურთელმა აგვისტოდან მარტამდე თავისი პოტენციალის ზედაპირი გამოავლინა თუ დროებით გაიბრწყინა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ხუთჯერ პენალტი მოიპოვა.