Il Mattino წერს, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება.
ესპანელის დანიშვნის ინიციატორი პირადად "პარტენოპეის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც "ფურია როხას" ყოფილი დამრიგებლის მოთხოვნას დათანხმდა და მას სეზონურად გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისმა სპალეტის წასვლა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.