შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1963 წელს დაბადებული მაგული ბ. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

სამართლადამცველებმა ბრალდებული სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. მაგული ბ–ს პირადი ჩხრეკისას საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალების ქილაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 100 გრამი „ჰეროინია“.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. (სსსკ-ს 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.