იტალიურმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და კიმ მინ-ჯეს მომავალზე დაწერა. გავლენიანი გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ ამ ზაფხულს წასვლა გამორიცხულია, რადგან ის კონტრაქტს განაახლებს.
„კვარა ისევ „ნაპოლიში“ ითამაშა, უფრო მეტიც, ივნისში კონტრაქტს ერთი წლით ნამდვილად გაახანგრძლივებს. კიმი პირიქით, იმ მომენტში წავა გუნდიდან, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 58-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტს შეასრულებს. ოსიმენის შემთხვევაში, შეიძლება იყოს 150-მილიონიანი შეთავაზება, რაზეც ცხადია უარის თქმა ძნელი იქნება. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
ხვიჩა მზადაა კონტრაქტის განახლებისთვის: ერთი წლით გახანგრძლივება, 2028 წლამდე, ხელფასის მატება 2.5 მილიონ ევრომდე და ბონუსებამდე. კვარა მომავლის ერთ-ერთი საყრდენია, ეს დე ლაურენტისმაც თქვა სკუდეტოს წვეულებაზე.
„ნაპოლის“ არ სურს ოსიმენის გაყიდვა, თუ განსაკუთრებული შეთავაზება არ იქნება. მისით პსჟ, „რეალი“, „ლივერპული“, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან, კონტრაქტი კი 2025 წელს ეწურება“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.