მსოფლიო ბანკმა განაახლა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება. ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომს აქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.
საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხაზს უსვამს, რომ „საქსტატის“ მიხედვით უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა.
„თუ „საქსტატის“ მიხედვით 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მინიმუმია და წინა კოვიდ პანდემიურ შოკამდე უმუშევრობის დონესთან შედარებითაც 0.3 პპ-ით არის შემცირებული, მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.
ნიშანდობლივია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3% შეადგინა, რაც არათუ ბოლო ათწლეულის, არამედ ბოლო 20 წლის მინიმუმია.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი თითქმის განახევრებულია, შემცირებულია რა 2012 წელთან შედარებით 46%-ით.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6% შეადგინა, რაც 324 ათას უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11,3%-ია, ანუ 175 ათასი ადამიანი.
აღნიშნული კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ როგორც ვხედავთ, უმუშევრობის დონე მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით შედარებით ნაკლებია, ვიდრე „საქსტატის“ მიერ ნაჩვენები 17.3%.
ეს ფაქტორი მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრების რეალობაზე, რაც გაცილებით უფრო მკაცრი კრიტერიუმებით არის დათვლილი და აქარწყლებს ცალკეულ ექსპერტთა თუ ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას უმუშევრობის შემცირების და დასაქმების უტყუარობაზე.
აქვე დავამატებ, რომ საქსტატის მიხედვით უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. ამასთან, დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი!“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებს დადებითად აფასებენ სხვა ანალიტიკოსებიც. „ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის აზრით, ეს შედეგი ქვეყნის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარია.
„მსოფლიო ბანკმა მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის დონის სტატისტიკაა შედარებული 2012 წელთან. 10 წელიწადში უმუშევართა რიცხვი 324 000-იდან 175 000-მდე ჩამოვიდა, რაც 21-ე საუკუნეში რეკორდული რიცხვია. ეს არის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარი, რაც აუცილებლად შეუქცევადი დინამიკით უნდა გაგრძელდეს. ამისათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია მშვიდობა, სტაბილური პოლიტიკური პროცესები საქართველოსა და რეგიონში. ეს ფაქტი კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ძლიერ განვითარებადი ქვეყნისა რეგიონში და დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოსი“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
განახლებულ მონაცემება გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძეც და აღნიშნა, რომ შედეგი შთამბეჭდავია, თუმცა პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები ახალგაზრდა თაობებისთვის მავნებლურ ტვინის რეცხვას განაგრძობენ.
„მრავალი მიმართულებით საქართველოს პროგრესს ობიექტურად აფასებენ წონადი საერთაშორისო ინსტიტუტები, ხოლო რადიკალები განაგრძობენ ნაცარში გორაობას შეთითხნილი ფაქტებით. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6% შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი, სამუშაო ძალის 11,3%-ია (175 ათასი ადამიანი).
ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები, მათი ყველაფერზე წამსვლელი უცხოელი მოკავშირეები თუ ანგარებიანი, ფლუგერი ლექტორები განაგრძობენ ახალგაზრდა თაობების მავნებლურ ტვინის რეცხვას. მიმაჩნია, რომ ჯეროვანი და სიღრმისეული მიდგომით, ნაცპარაზიტების ტოქსიკური გავლენების შემცირება შესაძლებელია“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.