ფრანგული „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს გამოისყიდის. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს მალე მოხდება, თუმცა, ზუსტი დრო უცნობია.
ჟირონდელები შეთანხმებისამებრ „დინამო ბათუმს“ 22 წლის ქართველ ფეხბურთელში 1.5 მილიონ ევროს გადაუხდიან და მას სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ. მოგეხსენებათ, ზურიკომ ეს სეზონი „ბორდოში“ იჯარით გაატარა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ში ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, საფრანგეთის თასზე ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. „ბორდო“ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ძალიან ახლოსაა ლიგა 1-ში აღზევებასთან.