დორტმუნდის „ბორუსიამ“ 2023/2024 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა. მაისურის დიზაინი გულშემატკივარმა შექმნა - გვამცნობს გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინათ, კლუბმა 2023/2024 წლების სეზონისთვის ახალი მაისურის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. წარმოადგინეს 15 000-ზე მეტი ნამუშევარი 100-ზე მეტი ქვეყნიდან. შემდეგ ცხრა ფინალისტიდან 150 ათასმა გულშემატკივარმა საუკეთესო აირჩია. ფინალურმა ვარიანტმა დიდი სხვაობით აჯობა დანარჩენებს.
გამოკითხვაში მარლელმა გრაფიკულმა დიზაინერმა ტიმო რ.-მ გაიმარჯვა.