„ნაპოლიმ“ „ინტერს“ 3:1 მოუგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა. იტალიურმა მედიამ ქართველი შემტევის თამაში შეაფასა:
Tuttonapoli 7 ქულა: „მას მუდმივად სამი მეტოქე ელოდა, როგორც ყოველთვის ბოლო პერიოდში, მაგრამ ყოველთვის ახერხებს ტიფოზების აღტაცებას. ონანამ ხელი შეუშალა გოლის გატანაში, თუმცა ყოველთვისასარგებლოა თამაშის განვითარებაში და ანგისას გოლშიც მიიღო მონაწილეობა“.
Eurosport 6.5 ქულა: „მუდმივად გაორმაგებულია, ის მაინც პოულობს გზას, რომ არაერთხელ გასცდეს ბელანოვას“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „როგორც იცის, ისე ცდილობს მარცხენა ფლანგის განათებას, პირველ ტაიმში ცოტა უჭირს, მაგრამ მეორე ტაიმში „ნაპოლის“ რიგებში ყველაზე საშიშთა შორის იყო“.
Calciomercato.it 7 ქულა: „მუდმივ უხერხულობაში აყენებს ბელანოვას და დ’ამბროზიოს. სახიფათო მომენტებიც შექმნა“.
Calciomercato.com 6.5 ქულა: „ინტერის“ დაცვას მის წინააღმდეგ უწყვეტი სირბილი უწევს და გაორმაგების მიუხედავად რამდენჯერმე ახერხეს სახიფათო მომენტის შექმნას“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, თუმცა ბოლო 12 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. „ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბოლონიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ორივე მატჩს თუ მოიგებს, პირად რეკორდს დაამყარებს, რადგან 92 ქულა ექნება და ამ რაოდენობის ქულები ერთ სეზონში არასდროს მოუპოვებია.