ესპანური მედიის შეფასება მამარდაშვილის თამაშზე:

ესპანური მედიის შეფასება მამარდაშვილის თამაშზე: "კარის ხაზზე ძალიან უსაფრთხო და საუკეთესო"

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილს მადრიდის „რეალთან“ ბრწყინვალე თამაში ჰქონდა. მან „სამეფო კლუბთან“ კარი მშრალად შეინახა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა (1:0).

ცხადია, ესპანურმა მედიამ მისი თამაში ძალიან დადებითად შეაფასა და მაღალი ქულებიც დაუწერეს:

Superdeporte 9 ქულა: „მეკარემ გუნდი მატჩის ბოლოს რამდენიმე ღირსეული სეივით გადაარჩინა. ეს „ვალენსიაში“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო“.

Eldesmarque 10 ქულა: „ქართველმა მადრიდის „რეალის“ ოთხი დარტყმისგან გუნდი გადაარჩინა და ერთხელაც არ შემცდარა. შესანიშნავი თამაშ ჰქონდა“.

As: „მან „ვალენსია“ ფედე ვალვერდესა და კარიმ ბენზემას დარტყმებისგან გადაარჩნა. ქართველი კარის ხაზზე ძლაია უსაფრთხოა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, სრულიად დამსახურებულად. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა.

„ვალენსიამ“ 40 ქილა დააგროვა, მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 5 ქულით უსწრებს. ამრიგად, ლა ლიგაში დარჩენის საკითხი პრაქტიკულად გადაჭრა. „ღამურები“ მომდევნო ტურში „მალიორკას“ 25 მაისს ესტუმრებიან.