„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „ინტერთან“ თამაში საეჭვოა. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ყველაფერი დღეს გადაწყდება.
მატჩსიწინა ბოლო ვარჯიშში თუ ქართველი მონაწილეობას მიიღებს, ხვალ თამაშსაც მოახერხებს. იტალიური გამოცემის ცნობით, არსებობს შანსი, რომ ხვიჩა მოედანზე იყოს.
22 წლის შემტევმა მცირე დაზიანება ორი დღის წინ ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც გუშინდელი საწვრთნელი პროცესი გამოტოვა და მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 21 მაისს გაიმართება.