დიდი შანსია „ნაპოლის“ და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ჰყავდეს. როგორც იტალიური მედია წერს, ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.
მედიაში უკვე არაერთმა გვარმა გაიჟღერა. ბოლო ცნობებით, იურგენ კლოპმაც კი! იტალიური პრესა წერს, რომ დე ლაურენტისის ოცნებაა გერმანელი სპეციალისტის თავის გუნდში მიწვევა, მაგრამ რამდენად რეალურია ეს, ცალკე საკითხია, რადგან კლოპს ინგლისურ „ლივერპულთან“ კონტრაქტი აკავშირებს.
კიდევ ერთი რეალური ვარიანტი ანტონიო კონტეა, რომელიც უმუშევარია და იტალიაში სიამოვნებით დაბრუნდებოდა. დე ლაურენტისს კონტე ჯერ კიდევ კიდევ „იუვენტუსში“ მუშაობის პერიოდიდან მოსწონს. ასევე დასახელდა, რაფაელ ბენიტესის, რობერტო დე ძერბის, ვინჩენცო იტალიანოსა და ჯან პიერო გასპერინის ვარიანტები.
მოკლედ, ნეაპოლში არჩევანი დიდი აქვთ, გადაწყვეტილების მისაღებად დროც, რადგან ჯერ მიმდინარე სეზონი არ დასრულებულა. ყველაფერი კი წესით, სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.