სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შემტევი ნახევარმცველი არდა გულერი „ნაპოლიში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, იტალიელებს 18 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონთ და კარგა ხანია აკვირდებიან. როგორც ცნობილი გახდა, გულერის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი გაოფიციალურდეს.
საინტერესოა, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ 18 წლის ტალანტში 50 მილიონ ევროს იხდის.
აქვე გეტყვით, რომ არდა გულერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.