გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა

მადრიდის „რეალთან" მოგება (4:0) „მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამოდგა. ესპანელი სპეციალისტი ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით მხოლოდ კარლო ანჩელოტის (107) და ალექს ფერგიუსონს (102) ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ გვარდიოლას ამ ნიშნულის მისაღწევად ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა(160), ვიდრე ანჩელოტის (180) და ფერგიუსონს (184).

ტურნირის ფინალში 10 ივნისს, სტამბოლში „მანჩესტერ სიტი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.