ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო წარადგინა

ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო წარადგინა

ლოგოზე გამოსახულია მსოფლიო ჩემპიონატის თასი. ციფრი 26 კი სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი. ის ლოს ანჯელესში (აშშ) ოფიციალურ ღონისძიებაზე წარმოადგინეს.

ფიფამ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის 16 ქალაქის ლოგოებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ, მალე წარუდგენენ საზოგადოებას.

2026 წლის მუნდიალი ისტორიაში პირველი იქნება, რომელშიც 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ტურნირზე 32 გუნდი თამაშობდა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, რომელმაც ტიტული 2022 წელს ყატარში მოიპოვა.