ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ კომენტარი ქართველ ქომაგებთან ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ გააკეთა, სადაც ქართველმა შიმაძუუმისთან მარცხი განიცადა.
ლევანმა კომენტარი იაპონურ მედიასთანაც გააკეთა: „სამწუხაროდ, არ გამოვიდა, ძველი სუმოისტი აღარ ვარ. არ მეგონა, რომ ტურნირზე ასე თუ გამოვიდოდი. მრცხვენია, რომ ასე გამოვდივარ და ბოდიშს ვუხდი მაყურებელს. მარცხენა მკლავს ისევ ვერ ვიყენებ“, - თქვა მან.
35 წლის ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორე დივიზიონში ასპარეზობს და 5-დან 5 მარცხი აქვს. მას ძველი ტრავმაც აწუხებს. ქართველი სუმოში 2006 წლიდან გამოდიოდა და ჯამში 102 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს ტოჩინოშინი იმპერატორის თასს დაეუფლა, რაც სუმოში უმაღლესი შედეგია. თავის დროზე ლევანი ოძეკის, ჩემპიონის სტატუსით ასპარეზობდა, ხოლო 4-ჯერ იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ სუმოში ლევან გორგაძემ 681 ბრძოლა მოიგო, ხოლო 614-ჯერ მარცხი განიცადა.