„არსენალი“ მზად არის გუნდის გასაძლიერებლად 230 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას - წერს The Times.
წყაროს ცნობით, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ხელმძღვანელობისგან „მწვანე შუქი“ მიიღო ზაფხულში დიდი ხარჯებისთვის. „მეთოფეების" დამრიგებელს „ვესტ ჰემის" და „ბრაიტონის" ნახევარმცველების დეკლან რაისისა და მოისეს კაისდოს შეძენა სურს.
„არსენალს“ ასევე აინტერესებს „ბარსელონას“ რაფინია, ლევერკუზენის „ბაიერის“ მუსა დიაბი და „ჩელსის" მეისონ მაუნტი.
„მეთოფეები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 35 მატჩის შემდეგ 81 ქულით მეორე ადგილზე დგანან.