კლოპმა „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეაფასა

კლოპმა „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეაფასა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „ლესტერთან’ გამარჯვების შემდეგ (3:0), მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეაფასა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობენ „ნიუკასლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი,“ არ ვფიქრობ, რომ ლიგაში მოხვედრის მაღალი შანსი გვაქვს. მაგრამ სირცხვილი იქნება, თუ რომელიმე მათგანი დაბრკოლდება და ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

„ნიუკასლი" და „მანჩესტერი" „ლესტერთან" ჩვენ წაგებას ამჯობინებდნენ. მათ ადგილზე მეც იმავეს ვისურვებდი. ახლა საკითხავია, დაუშვებენ თუ არა შეცდომას და მოვიგებთ თუ არა დარჩენილ ორ მატჩს. ვნახოთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.

„ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 65 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი პუნქტით ჩამორჩება. მესამე ადგილზე „ნიუკასლია“ 66 ქულით. „მანჩესტერმაც“ 66 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება „კაჭკაჭებს“ და მეოთხე საფეხურზე დგას. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებმა ორივე მეტოქეზე ერთი მატჩით მეტი ითამაშეს.