დი მარციო:

დი მარციო: "ზაფხულში "ნაპოლიდან" კვარაცხელიას წასვლა გამორიცხულია, ოსიმენის - არა"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლა გამორიცხულია. როგორც მან აღნიშნა, ეს არც განიხილება, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში კი სიტუაცია განსხვავებულია.

„კვარა ნამდვილად დარჩება, დიახ. რაც შეეხება ოსიმენს, ვნახოთ, შემოვა თუ არა 150-მილიონიანი შეთავაზება, რაზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. დე ლაურენტისის და სპალეტის შეხვედრა? ჩემი აზრით, მათ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ ამ სეზონზეც ისაუბრეს, იმაზე, რაც სპალეტის არ მოეწონა. დე ლაურენტისი მას გარანტიებს მისცემს, ტექნიკური თვალსაზრისითაც. „ნაპოლი“ დაკარგავს სპორტულ დირექტორს და უნდა გაირკვეს, ვინ იქნება მისი შემცვლელი, თანაც ჯუნტოლის სპალეტისთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა“, - თქვა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.