პირადი რეკორდები, რომელთა დამყარება

პირადი რეკორდები, რომელთა დამყარება "ნაპოლის" მიმდინარე სეზონში შეუძლია

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია და სეზონის დარჩენილი 4 მატჩი მისთვის პრაქტიკულად ფორმალური ხასიათისაა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდს მაინც აქვს მიზეზი, რომ მოტივაცია შეინარჩუნოს.

მაგალითად, არსებობს პირადი რეკორდები, რომელთა მოხსნა „ნაპოლის“ ჯერ კიდევ შეუძლია.

სერია A-ს ერთ სეზონში გამარჯვებების რაოდენობა

„ნაპოლის“ ამჟამად 26 მატჩი აქვს მოგებული, საუკეთესო შედეგი კი სეზონში 28 მოგებაა.

სტუმრად გამარჯვება

სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გასვლაზე 14 თამაში მოიგო, რითაც პირადი რეკორდი უკვე გაიმეორა, მაგრამ მისი გაუმჯობესება კიდევ ერთი საგარეო მოგებით შეუძლია.

სეზონში ქულების რაოდენობა

„ნაპოლიმ“ ყველაზე მეტი 91 ქულა 2017-2018 წლების სეზონში დააგროვა, როცა ჩემპიონი ვერ გახდა და „იუვენტუსს“ 4 ქულით ჩამორჩა. ამჟამად სპალეტის გუნდის აქტივში 83 ქულაა და კიდევ 9 ქულა სჭირდება, რომ პირადი რეკორდი გააუმჯობესოს.

ქულები სტუმრად

აქ ნეაპოლელთა საუკეთესო შედეგი ისტორიაში 46 ქულაა, ხოლო მიმდინარე სეზონში „აძურიმ“ გასვლაზე 44 ქულა მოიპოვა. ასე რომ, ეს რეკორდიც ახლოსაა.

გაშვებული გოლები

„ნაპოლის“ საუკეთესო შედეგი სერია A-ს ერთ სეზონში 29 გაშვებული გოლია. მიმდინარე სეზონში კი ნეაპოლელთა კარში მეტოქეებმა მხოლოდ 23 გოლი გაიტანეს, ამრიგად სპალეტის შეგირდებმა ოთხ ტურში 6 გოლი არ უნდა გაუშვან.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ სეზონის ბოლომდე „მონცას“, „ინტერს“, „ბოლონიასა“ და „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.