„პარი სენ-ჟერმენმა“ მესის შემცვლელი იპოვა?

„პარი სენ-ჟერმენმა“ მესის შემცვლელი იპოვა?

„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა 100 მილიონი ევრო გამოყოს „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ჰარი კეინის შესაძენად - გვამცნობს Le10sport.com.

პარიზელები ლიონელ მესის შემცვლელს აქტიურად ეძებენ და მთავარ კანდიდატად კეინს მიიჩნევენ. პარიზელთა ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს თანხა საკმარისი იქნება ინგლისელის ტრანსფერისთვის.

მესი კი სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას კლუბს დატოვებს და საუდის არაბეთში გადაბარგდება.

კეინი „ტოტენჰემში“ 2011 წლიდან თამაშობს. ფორვარდის კონტრაქტი კლუბთან 2024 წლამდეა გათვლილი. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 28 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.