მეცმა მიქაუტაძეს ფასი დაადო - დაინტერესებული ორი კლუბია
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში გამორჩეულ სეზონს ატარებს. ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილთან ერთად ზედიზედ მესამედ მოხვდა თვის სიმბოლურ გუნდში. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 22 გოლი აქვს გატანილი და ლიგა 2-ის ბომბარდირია.
გიორგის შესახებ ბელგიური გამოცემა voetbalnieuws.be წერს და აღნიშნავს, რომ სერენში გატარებული 2 წარმატებული სეზონის შემდეგ, ჟუპილერ ლიგის ტოპ-კლუბებს მისთვის შანსი უნდა მიეცათ.
"ზოგჯერ, ბელგიური ტოპ-კლუბები შესაძლებლობებს ხელიდან უშვებენ. მაგალითად, ამის თქმა შეიძლება გიორგი მიქაუტაძეზე. 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ორი სეზონი სერენის შემადგენლობაში წარმატებით გაატარა - პირველად ის 23 გოლით 1B დივიზიონში ბომბარდირი გახდა, გასულ სეზონში კი, ჟუპილერ ლიგაში 9 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, მას არცერთმა ბელგიურმა კლუბმა არ მისცა შანსი და შესაძლოა, ახლა ისინი ამას ნანობენ.
სერენში კარგი სეზონის შემდეგ, მიქაუტაძემ შანსი მეცში მიიღო. ქართველი იქ "აფეთქდა" და ლიგა 2-ში 22 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ შედეგით ის ბომბარდირთა სიის სათავეშია, მისი წყალობით კი, მეცი მე-3 ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის საგზურისთვის მეორე ადგილზე მყოფ ბორდოსთან ერთად იბრძვის."
გიორგი მიქაუტაძე შემდეგ შეხვედრას 13 მაისს გრენობლთან გამართავს.