„ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ „სტადიო მარადონაზე“ ზეიმი მოეწყო, სადაც ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები ფანების წინაშე გავიდნენ. მათ შორის, ლუჩანო სპალეტიც, რომელმაც ტიფოზებს მიმართა.
„მართლაც ასეა, ნეაპოლი სასწაულების ქალაქია. თუ თქვენ მოახერხეთ და სკუდეტო მეც კი მომაგებინეთ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, რომ თუ არსებობს მეთოდი ამ საღამოს აქ არსებული ბედნიერებისა და სიყვარულის ელექტროენერგიად გადაქცევის, შეგვიძლია სერია A-ს ყველა სტადიონი გავანათოთ. მადლობა ნეაპოლს, მადლობა გულშემატკივრებს. თქვენ ყველანი იყავით ამ ფანტასტიკური ისტორიის მთავარ გმირები, სათითაოდ, ძალიან მიყვარხართ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ისტორიაში მესამედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ლუჩანო სპალეტისთვის კი ეს სკუდეტო კარიერაში პირველია.