დილეტა ლეოტა:

დილეტა ლეოტა: "კვარაცხელიას თვისებებით სპორტის ყველა მოყვარული მოიხიბლა"

DAZN-ის ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტის შრომა დასაფასებელია და ასევე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც.

„ნაპოლიმ“ ტიტული სამართლიანად მოიგო, რადგან ბრწყინვალე წარმოდგენა მოაწყო იტალიასა და ევროპაში. ეს არის გუნდი, რომელმაც ყველაზე უფრო მეტად საკუთარი თამაში თავს მოახვია სხვებს და თამაშობს ფეხბურთს, რომელიც მშვენიერი სანახავი და შედეგიანია.

ლუჩანო სპალეტის შრომაც ბევრ ტაშს იმსახურებს. მას ყოველთვის სჯეროდა თავისი იდეების, კომპრომისებისა და ტაქტიკური სტრატეგიების ძიების გარეშე. ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს.

ჩემპიონთა ლიგაზეც ყველას შეუყვარდა ხვიჩა კვარაცხელია, განსაკუთრებით „ლივერპულის“ წინააღმდეგ სპორტულ ყველა მოყვარული მოიხიბლა ქართველის თვისებებით და უყურებდნენ ნიჭიერ ბიჭს, რომელსაც ახლოდან არ იცნობდნენ“, - თქვა ლეოტამ.