ფიზიკური დაპირისპირება

ფიზიკური დაპირისპირება "უდინეზესა" და "ნაპოლის" ფანებს შორის

„უდინეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ ინციდენტი მოხდა - ორივე კლუბის ქომაგებმა იჩხუბეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ სტუმარი გულშემატკივარი ნანატრი ჩემპიონობის საზეიმოდ მოედანზე შევარდნენ, მაგრამ იგივე მასპინძლებმაც გააკეთეს, რის შემდგომაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იტალიური მედიის ცნობით, საქმეში უმალვე პოლიცია ჩაერია, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სწრაფად მოახერხა და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს განარიდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა და ნეაპოლელებმა სკუდეტოს ზეიმი სტადიონს მიღმა გააგრძელეს. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ და 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა.