ნეაპოლში 1 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე დაიჭრა, 200-ზე მეტი კი დაშავდა

ნეაპოლში 1 ადამიანი მოკლეს, რამდენიმე დაიჭრა, 200-ზე მეტი კი დაშავდა

იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ნეპოლში დიდი ზეიმი დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, ყველაფერს მშვიდად არ ჩაუვლია.

La Repubblica-ს ცნობით, სროლის შედეგად 1 ადამიანი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. წყაროს თანახმად, 26 წლის ვინჩენცო კოსტანცი მძიმედ დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც ღამის განმავლობაში ნეაპოლის საავადმყოფოს მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლის პერფექტმა კლაუდიო პალომბამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 26 წლის ბიჭის გარდაცვალება ნაპოლის საჩემპიონო ზეიმს უკავშირდებოდა. ყოველ შემთხვევაში საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ტრაგედიის ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ, 1990 წლის შემდეგ პირველად გახდა.