შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები საველე-სამთო წვრთნებს გაივლიან

შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები საველე-სამთო წვრთნებს გაივლიან

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის საველე-სამთო წვრთნები დაიწყო.  წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფების სრული შემადგენლობა. გადასამზადებელი წვრთნები ლაგოდეხი-ყაზბეგის მონაკვეთზე გაიმართება.

წვრთნების პირველ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.