კარი VS ლებრონი შედგა! დევისის გმირობით

კარი VS ლებრონი შედგა! დევისის გმირობით "ლეიკერსი" სერიაში წინ გაიჭრა 

NBA გახურდა და დღის მატჩი „გოლდენ სტეიტ უორიორზსა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შორის შედგა. აფიშა კარი V ლებრონი დიდ ინტრიგას იწვევდა და აშკარად გაამართლა! თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საოცარი ენტონი დევისი!

თამაში თანაბარ ტემპში წარიმართა და პირველი 2 პერიოდი ჯერ „გოლდენმა“ 2 ქულით, ხოლო შემდეგ „ლეიკერსმა 3 ქულით მოიგო. მეორე ტაიმს დარვინ ჰემის გუნდი მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

მესამე პერიოდში ლებრონი და კამპანია წინ 8 ქულით გაიჭრა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ხელიდან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუშვა, როდესაც ანგარიში 112:112 გახდა. თანაც ისე, რომ სტივ კარის გუნდმა 14:0 გაქცევა მოაწყო და კარის სამქულიანით გაათანაბრა, მაგრამ იქ გაჩერდა.

„გოლდენ სტეიტისთვის“ ეს გაბრძოლება მაქსიმუმი გამოდგა, საბოლოოდ კი 5-ქულიანი სხვაობით 112:117 დამარცხდა.

კვლავ საოცარი იყო ენტონი დევისი, რომელმაც 30 ქულასთან ერთად 23 მოხსნა(!) რასაც 5 პასი და 4 დაფარება დაამატა. მან 19-დან 11 სროლა გამოიყენა, რომელთაგან 17-დან 11 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. აღსანიშნავია ისიც, რომ დევისი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც შაკილ ო'ნილის შემდეგ პლეი ოფის ერთ თამაშში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. "ლეიკერსის" კალათბურთელებიდან მსგავსი შედეგი შაკს 2001 წელს"კინგსის" წინააღმდეგ ჰქონდა, რომელითანაც 44 ქულა და 21 მოხსნა გაახერხა.

ლებრონ ჯეიმსის მონაგარი 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება იყო. მან თანაგუნდელისგან განსხვავებით ბევრი სროლა გააფიჭა, თუმცა მაინც მოწოდების სიმაღლეზე იყო. მეფემ 24 სროლიდან მხოლოდ 9 ჩააგდო.

დამარცხებულთააგან კი ტრადიციულად სტეფ კარი გამოირჩა. გასულ თამაშში რეკორდული 50-ქულიანი მატჩის შემდეგ, ამჯერად ამერიკელმა 27 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მას მხარი ტომპსონმა აუბა, რომელმაც პულის მსგავსად 6 სამქულიანი ჩააგდო, საერთო ჯამში კი 25 ქულა ჰქონდა, ჯორდანს კი 21.

ამრიგად, „ლეიკერსმა“ სერია მოგებით გახსნა, ბოლო 19 მატჩიდან მე-15 მოიგო და დიდი შანსია, რომ "გოლდენთან" დაპირისპირებაც თავის სასარგებლოდ დაასრულოს. ფაქტია, რომ ჯეიმსისა და დევისის კამპანია დღითიდღე შეუცერებელი ხდება და თუ აქამდე წყვილში აუტსაიდერად განიხილებოდა, ახლა ეს შეიძლება პირიქით მივიჩნო~იოთ.

ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 5 მაისს გაიმართება.