„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, მიიჩნევს, რომ ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, გარკვეულ ასპექტში პსჟ-ის დიდვარსკვლავ ლიონელ მესის ტოლია.
„მესის ვერავინ შეედრება და ასეთი შედარებები ერლინგს არ უშველის, მაგრამ გოლების და მენტალიტეტის თვალსაზრისით, დიახ. მესი ასეთ შედეგიანობას ყოველ სეზონში 10 თუ 15 წლის განმავლობაში აჩვენებდა, მაგრამ გატანილი გოლების მხრივ ჰოლანდი იმავე დონეზეა.
ის თითქმის ყველა მატჩში იტანს. მაგრამ მესი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა ხედვით, დრიბლინგით, პასის ოსტატობით, საბრძოლო ხასიათით და მრავალი სხვა კომპონენტით.
ვიმედოვნებ, ერლინგი კიდევ უფრო მიუახლოვდება ლეოს. ეს შესანიშნავი იქნება მისთვის და ჩვენთვისაც.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ESPN.