პეპ გვარდიოლა:

პეპ გვარდიოლა: "არ ვიცი, დე ბრუინი როდის დაბრუნდება"

„მანჩესტერ სიტის“ ლიდერი კევინ დე ბრუინი ტრავმირებულია. ბელგიელი ფეხბურთელი „ფულჰემთან“ შეხვედრაში განაცხადშიც არ იყო და მის შესახებ პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, არ იცის, როდის დაუბრუნდება დე ბრუინი მოედანს.

„ის თავს კარგად არ გრძნობს, ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ამჟამად გუნდთან ერთად ვერ მუშაობს. არ ვიცი, როდის დაბრუნდება“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები ელოდება მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.