ჯუნტოლი

ჯუნტოლი "იუვენტუსის" სიაში პირველია, "ნაპოლიში" მისი შემცვლელი შეარჩიეს

ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის სპორტულ დირექტორს ეძებს, რადგან ამჟამად კლუბში ეს პოზიცია ვაკანტურია.

იტალიური გრანდის სიაში არაერთი მენეჯერია, მაგრამ როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, მთავარი კანდიდატი კრისტიანო ჯუნტოლია, რომელიც ამჟამად „ნაპოლიში“ მუშაობს.

ჯუნტოლის ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და არაა გამორიცხული მან ტურინელთა წინადადება მართლაც მიიღოს. თავის მხრივ, „ნაპოლიში“ ჯუნტოლის პოტენციური შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ.

აურელიო დე ლაურენტისი მოხიბლულია „ემპოლის“ სპორტული დირექტორის, პიეტრო აკარდის მუშაობით, რომელმაც კლუბში არაერთი ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან მუშაობს, სწორედ მის სახელს უკავშირდება „აძურის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი.