სანდრო ბაზაძის ვერცხლის მედალი სამხრეთ კორეის გრან პრიზე

სანდრო ბაზაძის ვერცხლის მედალი სამხრეთ კორეის გრან პრიზე

ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბაზაძემ, რომელიც რეიტინგის ლიდერია, ჯერ მასპინძელი ჯუნჰო კიმი 15:14 დაამარცხა, ნახევარფინალში კი იტალიელ მატეო ნერის 15:14 აჯობა. სანდრო ფინალში სამხრეთკორეელ სანგუკ ოს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 14:15 წააგო.

აქვე გეტყვით, რომ ბაზაძემ ალჟირსა და ტუნისში ოქროს, ხოლო ორლეანსა და ბუდაპეშტში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე მსოფლიო თასის ლიდერია და ზედიზედ მეათე ტურნირზე მოხვდა საუკეთესო სამეულში.