ანტონიო კასანო:

ანტონიო კასანო: "სპალეტიმ ის გააკეთა, რაც იტალიურ ფეხბურთში არასდროს გვინახავს"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტიმ იტალიურ ფეხბურთში ის გააკეთა, რაც ისტორიაში არავის გაუკეთებია. მისი აზრით, „ნაპოლიმ“ სასწაული სეზონი ჩაატარა.

„იუვენტუსთან“ „ნაპოლიმ“ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერია. სპალეტი უნდა შევაქო და მივულოცო, რადგან მან მიაღწია იმას, რაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში არასდროს გვინახავს. 6 ტურით ადრე შეუძლიათ ჩემპიონობა, ნამდვილი სასწაულია“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. 32-ე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი „სალერნიტანას“ თუ მოუგებს, ხოლო „ლაციო“ „ინტერთან“ სტუმრად ვერ გაიმარჯვებს, „ნაპოლი“ სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს.