„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენთან განშორება არ სურს. Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის შენარჩუნება ნეაპოლში მომდევნო სეზონშიც უნდათ.
ოსიმენს ევროპული გრანდები იწვევენ, განსაკუთრებით „ბაიერნი“ და პსჟ აქტიურობენ, მაგრამ „აძურის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მას ერთი სეზონით კიდევ შეინარჩუნებენ.
4.5 მილიონი ევროთი ოსიმენი „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. იტალიური კლუბის ბოსები მზად არიან, რომ მას მომდევნო სეზონში ბონუსებიც გადაუხადონ, რათა დარჩენაზე დაიყოლიონ. აღსანიშნავია, რომ ოსიმენის აგენტმა სხვა კლუბებთან შეთანხმებას სიცრუე უწოდა, თქვა, რომ ჯერ ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია.
ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, მას აურელიო დე ლაურენტისი დაახლოებით 150 მილიონ ევროდ აფასებს.