უპირველეს ყოვლისა, მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როდესაც ცომი გაფუვდება, ხაჭაპურისამებრ ამოვაგუნდაოთ და გავაბრტყელოთ,
შემდეგ, გაბრტყელებულ ცომში ჩავდოთ გაჭყლეტილი მოხარშული კარტოფილისა და დაფშვნილი ახალი იმერული ტიპის ყველისაგან (უმჯობესია, თხის ყველი, თუმცა ძროხის ყველიც არაა ურიგო) მიღებული მასალა და მოვუკრათ თავი. ტაფა ან კეცი წინასწარვე კარგად გავაცხელოთ, დავდოთ გლეხური ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.
კარგი იქნება, თუ უკვე მზა ხაბიზგინას, ჭამის დროსაც, ერბოში ამოვავლებთ და ასე მივირთმევთ. შიდა ქართლში, ხაბიზგინას ხშირად ნიორ–წყალთან ერთადაც ჭამენ. ხაბიზგინაზე მისაყოლებლად კი, ყველაზე საუკეთესოდ, ქლიავის არაყი ითვლება.