იტალიის თასის ნახევარფინალში „კრემონეზე“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუზავდა (0:0), რის შედეგადაც ასპარეზობას გამოეთიშა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც მოედანზე 90 წუთი იყო, ძალიან კარგად ითამაშა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში დადებითად შეაფასა.
Calciomercato 7 ქულა: „ძალიან კარგი იყო პირველ ტაიმში, ნახევარი საათის თავზე კაბრალის წინააღმდეგ გასაოცრად ითამაშა. ენერგიული და პუნქტუალურია. დიდებულად ითამაშა“.
Eurosport 6.5 ქულა: „კაბრალის წინააღმდეგ შესანიშნავად იმოქმედა. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის მზადაა“.
Sport.virgilio 6.5 ქულა: „დახურვით ფაზაში მსხვერპლზე არაერთხელ წავიდა და დაზღვევაზე თამაშობდა. ქართველმა საშუალოზე მაღალი შეფასება დაიმსახურა“.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „თავს შეცდომების გარეშე იცავდა, ყოველთვის სუფთა არ იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადგილზეა“.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.