მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების სამივე მეტოქე ცნობილია. წილისყრის შედეგად 44 ქვეყნის ნაკრები 11 ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ჩვენი ქვეყნის გუნდი კი K ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები შოტლანდიის, ინდოეთისა და მაროკოს ნაკრები გუნდები იქნებიან.
გეტყვით, რომ პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდების გარდა, მომდევნო ეტაპზე მესამე პოზიციაზე გასული საუკეთესო შედეგის მქონე ათი ნაკრებიც ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატი 2-დან 11 ივნისამდე გერმანიის ქალაქ ესენში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ როსტო ფარცვანიას მომზადებული გუნდი ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, სადაც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და კონტინენტის პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.