ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი დევიდ ბექჰემი პარიზში ჩავიდა და ყოფილი გუნდის, "პარი სენ ჟერმენის" ვარჯიშს დაესწრო.
ამერიკული კლუბის "ინტერ მაიამის" მფლობელი გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს გაესაუბრა და მთელ გუნდთან ერთად სურათები გადაიღო.
სურათები მან სოციალურ ქსელში განათავსა, სადაც გუნდურ ფოტოსთან ერთად სელფებიც ატვირთა: ლიონელ მესისთან, მარკო ვერატთან, კილიან მბაპესთან და სერხიო რამოსთან ერთად.
დევიდ ბექემმა პარიზულ კლუბში 2013 წელს ითამაშა და ფრანგულ გუნდში 10 შეხვედრა ჩაატარა.