„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ხელფასის გაზრდის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად არ ზრუნავს მესი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ სახის შენარჩუნებაზე. ის მხოლოდ ფინანსური პირობების გამო გადავიდა პარიზულ კლუბში. ისიც კარგად ვიცით, რატომ დატოვა „ბარსელონა,“ უწინდელივით ვეღარ გადაუხადეს.
არ მაინტერესებს 15 საგოლე გადაცემა აქვს თუ 20 ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როცა „ბენფიკასთან“ რთული მატჩები იყო, პსჟ-ს არც ერთი თამაში მოუგია, ვერ ვნახეთ დიდი მესი და მისი შესანიშნავი თამაში. „ბაიერნთან“ მერვედფინალში ხომ საერთოდ არ ჩანდა.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 20 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.