Bild-ის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი, „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებზეა ორიენტირებული. მომავალი სეზონიდან მისთვის ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან საინტერესო იქნებოდა.
„ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი სთავაზობს, ჩრდილოლონდონურ კლუბში ზაფხულში და არა გაზაფხულზე დანიშნონ. გარდა ამისა, ნაგელსმანი გადამწყვეტი ხმის უფლებას მოითხოვს ტრანსფერების საკითხში.
თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, მწვრთნელი მზად არის „დეზებს“ უხელმძღვანელოს.